გუშინ მართლმადიებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავდა. სახარების მიხედვით, ეს დღესასწაული უკავშირდება მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მაცხოვრის ნათლისღებას, ანუ მონათვლას, სწორედ ამ დღიდან იღებს სათავეს ნათლობის წესი და საეკლესიო პირველი საიდუმლო.
მართლმადიდებლებიც, სიმბოლურად, ნათლისღებას განბანვის ტრადიციული რიტუალით ეგებებიან. ეს დღე და რიტუალი უყურადღებოდ არ რჩებათ მართლმადიდებლური ქვეყნების პირველ და სხვა ცნობილ სახეებსაც.