22.11.2024

მეწყრული ბლოკის გადაადგილების ფარდობითი სიჩქარეა 4-5 სმ დღე-ღამეში. საგანგაშო ნიშნული

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ვაშლიჯვრის ფერდზე მეწყრული ბლოკის გადაადგილების ფარდობითი სიჩქარე 4-5 სმ-ია დღე-ღამეში.

ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე https://fb.watch/4pE9alBk-y/

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში, დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, მონიტორინგის სპეციალური სისტემა დამონტაჟდება, პარალელურად კი კვლევის პროცესი გაგრძელდება.

ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც იცით, გუშინ გაიმართა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მერიის შენობაში, რომლის მიზანიც იყო მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებული მეწყრული პროცესების განხილვა. შეხვედრას ესწრებოდნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები სხვადასხვა უწყებიდან, ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები.

შეხვედრაზე გავიარეთ ყველა ის საკითხი, რომელიც მიმდინარე პროცესების გადაჭრის გზებთან იყო დაკავშირებული. ასევე, შევთანხმდით, რომ მომდევნო სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე უკვე გვექნება კონკრეტული პირველადი მონაცემები შემდგომში განსახორციელებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.

მიუხედავად იმისა, რომ მეწყრული პროცესის გააქტიურების დღიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა მონიტორინგი, სამუშაო ჯგუფის გუშინდელ შეხვედრაზე მივიღეთ გადაწვეტილება, რომ მოხდეს სპეციალური სისტემების მონტაჟი, რაც კიდევ უფრო მეტი მონიტორინგის საშუალებას მოგვცემს.

სამუშაო ჯგუფის კვლევის პირველადი მონაცემები დაახლოებით კვირის ბოლოსკენ გვექნება.

ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. ის შეზღუდვები, რომელიც გვქონდა მიმდებარე არეალზე, კვლავ ძალაში რჩება. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ დაიცვან ეს წესები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ბრიფინგზე ასევე პირველი შეფასება გააკეთა თბილისის მერიის მიერ მოწვეულმა ინჟინერ-გეოლოგმა პეტერ ნიუმანმა. მისი განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე მეწყრული ზონის საკითხის მოგვარებას კომპლექსური მიდგომა და სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება დასჭირდება.

„უსაფრთხოების ის ზომები, რომელიც მიღებულია, კერძოდ, გზის გადაკეტვა და შეზღუდვების დაწესება არის სწორი. ამჟამად, სავარაუდოდ არის მასშტაბური მეწყერის ინიცირების ფაზა და უნდა განხორციელდეს პირველადი ზომები, როგორიცაა გამაგრების სამუშაოები, დრენაჟი და მონიტორინგი“, – განაცხადა პეტერ ნიუმანმა.

მისივე თქმით, უნდა გაგრძელდეს დაკვირვება, გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით დაიგეგმოს შემდეგი ღონისძიებები.

„უნდა შევინარჩუნოთ ყურადღება, განვაგრძოთ გეოლოგიური კვლევა და ამის მიხედვით გადავდგათ შემდგომი ნაბიჯები. საკითხი არის საკმაოდ კომპლექსური, რომელიც მხოლოდ ერთი გზით არ გადაიჭრება. საკმაოდ ბევრი ქანია გამოთავისუფლებული, რაც ართულებს სამუშაო პროცესს. უნდა მოხდეს კონკრეტული მიმდინარე პროცესის იდენტიფიცირება და შემდეგ უკვე შესაბამისი ზომების მიღება“, – აღნიშნა გერმანელმა სპეციალისტმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img