ბოროტება ზოგჯერ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღვკვეთოთ და შევაჩეროთ – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყრდემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა დღეს საკვირაო ქადაგებისას თქვა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეპისკოპოსმა სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრეს, მეუფე შიომ ქადაგებისას სასჯელის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
“დღეს საუბრობენ საყოველთაო შერიგებაზე. სხვათა შორის, ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო, ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. ასეთი რამ სახარებაში არ გვიწერია და, გარდა იმისა, რომ სამართლიანი სასჯელითაც უნდა აღიკვეთოს ბოროტება, ასევე ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი, პირად მტერზეა საუბარი, მოვიკვეთოთ ჩვენი ცხოვრებიდან ან საზოგადოებიდან”.- ამბობს მიტროპოლიტი შიო.