BBC-ის ინფორმაციით, კომპანია Microsoft-ი ჩინეთში სოციალურ ქსელ LinkedIn-ს ხურავს.
გამოცემის ცნობით, Microsoft-მა ეს გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული მკაცრი რეგულაციებისა და წესების გამო მიიღო.
ამასთან, Microsoft-ში აცხადებენ, რომ LinkedIn-ის უახლოეს მომავალში პორტალ InJobs-ით ჩაანაცვლებენ თუმცა იქ საჯარო ჩანაწერების გაკეთება, ან პოსტებისა და სტატიების გაზიარება შესაძლებელი არ იქნება.
LinkedIn-ი ჩინეთში დაახლოებით 7 წელია მოქმედებს.