26.11.2024

მიიღებენ თუ არა უკვე აცრილი პენსიონერები 200-ლარიან დახმარებას? – თამარ გაბუნიას განმარტება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილება – პენსიონერები, რომლებიც აიცრებიან, ერთჯერადად 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ, არ ეხება უკვე აცრილ პენსიონერებს.

“ეს პროგრამა შეეხება იმ პენსიონერებს, რომლებიც აქამდე არ არიან აცრილები. ეს არის წახალისების მექანიზმი. ამდენად, ის პენსიონერები, რომლებიც აქამდე აიცრნენ და მიიღეს ძალიან კარგი გადაწყვეტილება ამით, რითიც დაეხმარნენ თავიანთ თავსაც და სისტემასაც, ამ წახალისების პროგრამაში ვერ მოხვდებიან. ეს არის მიზნობრივი მექანიზმი, რაც მიმართულია იმისკენ, რომ წახალისდეს ვაქცინაციის გადაწყვეტილება” – განაცხადა გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მედიასთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

სალომე ზურაბიშვილი – საჭიროა ახალი თაობა და ახალი პოლიტიკური ძალები

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ეს განცხადება არამხოლოდ კრიტიკული შეფასებაა არსებული პოლიტიკური ველის მიმართ, არამედ შეიცავს სტრატეგიულ გზავნილს, რომელიც რამდენიმე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img