24.11.2024

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანაზე თანახმაა. ამის შესახებ გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

„იგი თანახმაა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე და შეწყვეტს შიმშილობას გორის ჰოსპიტალში განთავსებისთანავე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ დაზუსტებით, რომ იქ ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს და შიმშილობის შემდგომი პროტოკოლი გაიწეროს სპეციალისტების მიერ და იყოს ყოველდღიური ანგარიში. ეს ეხება ყველა კონსილიუმს, რაც კი აქამდე შექმნილა, სახელმწიფოს მიერ შექმნილი, მარიამ ჯიშკარიანის ჯგუფი და ნინო ლომჯარიას საექსპერტო ჯგუფი, ყველა მათგანის მონაწილეობით, იმედია ყველა მათგანის თანხმობა იქნება”, – განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, მიხეილ სააკაშვილ გორის ჰოსპიტალში დღესვე გადაიყვანენ. როგორც გვარამიამ განმარტა, სააკაშვილის ტრანსპორტირება “მოგვიანებით” განხორციელდება, თუმცა კონკრეტულ დროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ დაასახელებს.

“მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე. მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img