22.11.2024

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, სადაც მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა. 

მისი თქმით, საქართველოში პოლიტიკური პროცესები დაიძრა.

„საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, ასევე, შეიცვალა აპოლიტიკური პროცესები. ადგილობრივი თვითმმართვველობის არჩევნები არასდროს არ იყო მნიშვნელოვანი და გახდა მნიშვნელოვანი. პრაქტიკულად, წავართვით გუშინ წინ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, მეოთხე სიდიდის, რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე, წავართმევთ ზუგდიდს და ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი, ისევე როგორც, მინდა გითხრათ, რომ რამდენ ხანს ვიქნები კიდევ ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img