23.11.2024

მიხეილ სააკაშვილი – სუსი უნდა გაუქმდეს და მის მაგივრად დისკოთეკა გაიხსნას

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მიხეილ სააკაშვილმა საქალაქო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ სასამართლო სისტემიდან ყველა უნდა დაითხოვონ და სუსი უნდა გაუქმდეს, მის მაგივრად კი, დისკოთეკა გაიხსნას.

“მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაედოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი, ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც, ძაღლის კუდი არ გასწორება, როგორც არის ქართული გამოთქმა.

მთლიანად უნდა შეიცვალოს, უნდა მოხდეს უზენაეს სასამართლოში, მათ შორის, უცხოელი მოსამართლეების მოწვევა, რათა შეიქმნას სტანდარტები, უნდა მოხდეს ქვედა დონეზე მოსამართლეების არჩევა და უნდა მოხდეს არა მუდმივი დანიშვნა, არამედ გარკვეული ვადით დანიშვნა და ძალიან მკაცრი ეთიკის კოდექსი, ძალიან მკაცრი კონტროლი შიგნით საზოგადოების მონაწილეობით.” – განაცხადა სააკაშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img