საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო საქალაქო სასამართლოში ჩატარდება.
სხდომა 15:00 საათზეა დანიშნული.
იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე მხარე გასვლითი პროცესის ჩატარების შუამდგომლობას დააყენებს და მოსამართლე აღნიშნულს დააკმაყოფილებს, სხდომა კლინიკა „ვივა მედში“ ჩატარდება, სადაც სააკაშვილია მოთავსებული.