გასული კვირა რამდენიმე მილიარდერისთვის მძიმე აღმოჩნდა. ჯეფ ბეზოსმა 20 $მილიარდი დაკარგა, მარკ ცუკერბერგის ქონება $10,4 მილიარდით შემცირდა, Binance-ის დირექტორის, ჩენგპენგ ჟაომმა კი, $17.7 მილიარდი დაკარგა. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ილონ მასკის ქონება გასულ კვირას $25,1 მილიარდით, ანუ 9%-ზე მეტით შემცირდა.
მილიარდერებისთვის ქოების შემცირება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა: დაეცა- ელექტრონული კომერცია, კრიპტოვალუტები, ონლაინ თამაშები. ბაზრები ყველაზე მეტად დაზარალდნენ პანდემიის დაწყების შემდეგ, რადგან შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის გავლენა ეკონომიკაზე გადავიდა.
კრიპტოვალუტის ფასები ერთ-ერთი ყველაზე დიდი მსხვერპლი იყო – ბიტკოინი ექვსთვიან მინიმუმამდე დაეცა და სხვა ციფრული აქტივების ფასიც შემცირდა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანიდან მხოლოდ მოდის ფრანგი მაგნატი, ბერნარ არნო გადაურჩა ფულის დაკარგვას.