24.11.2024

მილიონობით ავღანელ ბავშვს საკვების პრობლემა შეექმნება, ხოლო 1 მლნ-მდე შეიძლება დაიღუპოს

იუნისეფის ინფორმაციით, ავღანეთში კრიზისის შედეგად მილიონობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ამის შესახებ Deutche Welle წერს.

გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სოფლის რაიონებში შეიქმნა. მოახლოებული ზამთარი კი „სასიკვდილო საფრთხეს“ შეიცავს.

ამ დასკვნის მიხედვით, 2021 წლის ბოლომდე 3.2. მლნ ავღანელ ბავშვს საკვების პრობლემა შეექმნება, ხოლო 1 მლნ-მდე შეიძლება დაიღუპოს. საერთო ჯამში კი ავღანეთში ჰუმანიტარული დახმარება 10 მლნ-მდე ბავშვს სჭირდება.

ავღანეთში ჯანდაცვის სისტემა პრაქტიკულად მოშლილია, ასევე, მდგომარეობას გვალვა, ძალადობა, პანდემია, ასევე, წითელა და სხვა დაავადებები ართულებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img