მოვუწოდებთ მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს და მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს“, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
„ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ჩვენ მოვუწოდებდით და მოვუწოდებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ნახოს პროფესიონალმა, კვალიფიციურმა ექიმებმა და ასევე, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდეს. სრულად ვენდობით სახალხო დამცველის რეკომენდაციებს.
მოვუწოდებთ {შაქართველოს} მთავრობას, სერიოზულად მიუდგნენ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს, რათა სახალხო დამცველის ოფისს აქვს კონსტიტუციური მანდატი, რომ დაიცვას ნებისმიერი მოქალაქის უფლება. ის არის შესაბამისი ორგანო, რომელიც ძალიან კარგად ასრულებს თავის სამუშაოს, კარგი იქნება თუ მისი რეკომენდაციები იქნება გათვალისწინებული“, – აცხადებს კელი დეგნანი