22.11.2024

მსოფლიო ბანკმა საქართველოს 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება დაუმტკიცა

საქართველოს ეკონომიკური კეთილდღეობის პოტენციალს მნიშვნელოვნად აამაღლებს ადამიანური კაპიტალის პროგრამა, რომელიც დღეს მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, 400 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის მანძილზე განახორციელა.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“ ადამიანური კაპიტალის მრავალდარგობრივი მიმართულებით ერთიანად დასაფინანსებლად, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად. ასევე, პირველად ხდება მსოფლიო ბანკის დაფინანსების აღნიშნული ინსტრუმენტის გამოყენება საქართველოში.

„ეს მართლაც უპრეცედენტო პროგრამაა როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიო ბანკისთვის, რაც იმის დასტურია, რომ ინვესტირება ადამიანებში, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, უპირველესი პრიორიტეტია ბანკისთვის, ისევე როგორც ქვეყნის მთავრობისთვის. მხოლოდ ადამიანური კაპიტალის სრული პოტენციალის ათვისებით, მომავალი თაობის მაღალი ხარისხის განათლებასთან წვდომით, და ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის და სოციალური დაცვის თანასწორი სერვისების მიწოდებით, შეძლებს საქართველო მყარი საფუძვლის მომზადებას ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკეთესი სამუშაო ადგილებისა და ახალი შესაძლებლობების შექმნას მისი ხალხისთვის“, – აღნიშნა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img