22.11.2024

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია – არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რეალური რისკი არსებობს.

„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია“, – აღნიშნა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან სახელმწიფოებს მოუწოდა, გაზარდონ ჯანდაცვის მომიტორინგის ზომები, რათა გააკონტროლონ ეს დაავადება და თავიდან აიცილონ მისი გავრცელება.

„ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯანმო განსაკუთრებით შეშფოთებულია იმ რისკებით, რომელსაც ეს ვირუსი დაუცველ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებსა და ორსულებს უქმნის

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img