22.11.2024

მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდები

დღეს, როცა ბევრი ადამიანი კომპიუტერთან და მობილურთან დიდ დროს ატარებს, მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების სიაც მზარდია. თუმცა, ამ სიაში მაინც დომინირებს ტოპ 3 ინტერნეტ რესურსი: Google – თვეში 92,5 მლრდ ვიზიტით, YouTube – 34,6 მილიარდით და Facebook-ი 25.5 მილიარდით. ინფორმაციას Visual Capitalist ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ სამი ვებ-გვერდის ყოველთვიური ვიზიტების მაჩვენებელი 152 მილიარდია. 

Google ყოველწლიურად მომხმარებლების ორ ტრილიონზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება. შესაბამისად, რეიტინგში ფლაგმანი ელექტრონული მისამართით, google.com მოწინავე პოზიციას იკავებს. გიგანტი საძიებო კომპანია საკუთარი შემოსავლის 80%-ს რეკლამიდან იღებს.

მეორე ადგილზეა სოციალური ქსელი Facebook, მომხმარებელთა 2.7 მილიარდიანი ბაზით. საშუალოდ, მომხმარებლები ვებ-გვერდზე ყოველდღიურად 34 წუთს ატარებენ, მათი 36% აცხადებს, რომ ინფორმაციას სწორედ Facebook-იდან იღებს. ამასთან Facebook-აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში.

ჩინეთის წამყვანმა საძიებო სისტემამ, Baidu-მ ნოემბერში 5,6 მილიარდი ვიზიტორი მიიღო. 

ამასთან, რამდენადაც პანდემიის დროს ვიდეოკონფერენციები მოთხოვნადი გახდა, ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების სიაში ამ სერვისის მიმწოდებელი საიტებიც შევიდა, რომლებსაც ყოველთვიურად 2,7 მილიარდი ვიზიტორი მაინც სტუმრობს. ანალოგიურად, TikTok-ის პოპულარობაც ყოველდღიურად იზრდება.

რაც შეეხება ყველაზე ხშირად მონახულებად ვებ-გვერდებს ქვეყნების მიხედვით, ამ მხრივ, აშშ დომინანტ მოთამაშედ რჩება, ქვეყანაში შექმნილი 27 საიტით. 

Microsoft-ი, რომელიც ტოპ ვებ-გვერდების სიაში 28-ე ადგილს იკავებს, თავად მსოფლიოს შვიდ საუკეთესო საიტს ფლობს, მათ შორის LinkedIn-ს და Live.com-ს. მეორე მხრივ, სიაში მე-13 ადგილზე მყოფი Amazon-ი ხუთ ვებ-გვერდს ფლობს, რომელთაგან Twitch.tv ტოპ 50 საიტიდან 32-ე ადგილზეა.

ჩინეთის მფლობელობაში კი 5 ტოპ მონახულებადი ვებ-გვერდია: Baidu – მე-7 ადგილით, QQ – 34-ე ადგილით, Bilibili – 42-ე ადგილით, TikTok-ი 43-ე და AliExpress-ი 47-ე ადგილებით.

Tencent-ის საკუთრებაში არსებული QQ.com-ი, რეიტინგში ახალი ამბების ვებ-გვერდებიდან ყველაზე ხშირად მონახულებადია, თვეში 981 მილიონზე მეტი ვიზიტორით. გლობალურად ყველაზე ხშირად მონახულებული ვებ-საიტებიდან მხოლოდ ოთხია დაფუძნებული რუსეთსა და იაპონიაში.

საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ნოემბრის პერიოდში, Google–ის ყოველთვიურ ვიზიტორთა რაოდენობა 52,9%–ით გაიზარდა. მომხმარებელთა ზრდის ამ ტემპით გიგანტი საძიებო კომპანია ჩამორჩება მხოლოდ ინსტაგრამს, რომლის ზრდამაც ანალოგიურ პერიოდში 89,1% შეადგინა და ჩამორჩება Twitter-საც, რომელსაც 67,1%-იანი ზრდის მაჩვენებელი აქვს.

გლობალურად ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების რეიტინგში მე-5 ადგილზეა “ვიკიპედია”, რომელიც 2001 წელს Larry Sanger–მა და Jimmy Wales–მა შექმნეს და ბოლო წლინახევრის განმავლობაში საიტს ვიზიტორების 30%–იანი ზრდა უფიქსირდება.

თუმცა, ამასობაში ვებ-გვერდებზე მომხმარებელთა ზრდის ფაქტორმა რეკლამის მარეგულირებელი ორგანოების უფრო მეტი ყურადღებაც გამოიწვია და თანაბარი კონკურენციის მოთხოვნის გამო, რამდენიმე კომპანია, მათ შორის, Google-იც, რომელზეც ონლაინ რეკლამების 90%-ი მოდის, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა.

წყარო: bm.ge

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img