25.11.2024

მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება – FAO

გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიოში პროდუქტების ფასები რეკორდულად იზრდება.

„გასული 32 წლის განმავლობაში, მსოფლიო პროდუქტების ფასები არ იყო ისეთი მაღალი, როგორც მარტში. გაერთიანებული ერების სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის მონაცემებით, უკრაინის ომი ფასების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. უკრაინაც და რუსეთიც მარცვლეულის მნიშვნელოვანი ექსპორტიორი ქვეყნები არიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სურსათზე ფასების ზრდა ყველაზე მეტად ღარიბ ქვეყნებში იგრძნობა.

FAO-ს ინდექსით პროდუქტების ფასები მარტში, თებერვალთან შედარებით, 13%-ით გაიზარდა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img