23.11.2024

მსოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა

მსოფლიოში ყველაზე ვაქცინირებული ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროები გახდა. Bloomberg-ის ინფორმაციით ქვეყანამ სეიშელის კუნძულებს გაუსწრო და ამ დროისთვის მოსახლეობის 72.1% ჰყავს ორი დოზით აცრილი.

გამოცემის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროებმა ამ დროისთვის 15,5 მილიონი დოზა ვაქცინა გამოიყენა, რაც მისი 10 მილიონიანი მოსახლეობის 72,1%-ის ორი დოზით ასაცრელად საკმარისი აღმოჩნდა. სეიშელის კუნძულებს კი, ამ ეტაპისთვის მოსახლეობის 71.7% ანუ 100 000-ზე ნაკლები ადამიანი ჰყავს აცრილი.

მიუხედავად აცრილი ადამიანების რაოდენობისა, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში Covid-19-ის შემთხვევები კვლავ იზრდება. გასულ კვირას, შეერთებულმა შტატებმა ქვეყანაში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება, კორონავირუსის შემთხვევების ძალიან მაღალ დონეზე დაყრდნობით, უმაღლეს დონემდე აიყვანა. ასევე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში საუდის არაბეთმა მოგზაურობა დროებით აკრძალა; იანვრიდან ის ასევე გაერთიანებული სამეფოს “წითელ სიაშია”.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში Pfizer-ისა და AstraZeneca -ს ვაქცინები ხელმისაწვდომია, თუმცა ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამა ძირითადად სინოფარმს ეყრდნობა, რომლის წარმოებაც ადგილობრივად ხდება. ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ აპირებს მესამე “სინოფარმის” დოზა შესთავაზოს იმ ადამიანებს, რომლებმაც  ვაქცინის ორი დოზა უკვე მიიღეს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ადვეიტ ნაირი

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img