მთაწმინდაზე დაკარგული ავსტრალიელი ქალი გარდაცვლილი იპოვეს. მისი ცხედარი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.
31 წლის შანა ბრუკი სავარჯიშოდ მთაწმინდის მიმართულებით გავიდა, როდესაც მეგობარს დაურეკა. მოგვიანებით, განმეორებით ზარზე მისგან უკვე ხმამაღალი ჩხუბის ხმა და ყვირილი ისმოდა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ავსტალიელი ქალის გაუჩინარების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ავსტრალიელი შანაე ბრუკი ინგლისურის მასწავლებელია და საქართველოში წელიწადნახევრის წინ ჩამოვიდა.