22.11.2024

მთავრობა – II მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარს, დაღუპულთა ოჯახები 500 ლარს მიიღებენ

მთავრობის განკარგულებით, II მსოფლიო ომის დასრულების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

მთავრობის განცხადებით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

ევროპა ნაციზმზე გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს, როცა 1945 წელს გერმანიამ კაპიტულაციის აქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა. 8 მაისი მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღედაა მიჩნეული.

რუსეთი და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულებას 9 მაისს აღნიშნავს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img