მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა პარლამენტს, რამდენიმე წუთის წინ წარედგინა. პარალელურად კი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა და თავად წარადგინა განახლებული მინისტრთა კაბინეტი.
ცვლილებები როგორც, ღარიბაშილმა აღნიშნა მხოლოდ ორ მინისტრს შეეხება: საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად წარდგენილი მოქმედი მოადგილე ჯუანშერ ბურჯულაძე იქნება, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მისი პირველი მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე შეცვლის. პარლამენტში ბიუროს სხდომა რამდენიმე წუთში დაიწყება, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების განრიგს განიხილავენ.
ცნობისთვის: კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტს მინისტრთა კაბინეტისთვის ნდობის გამოცხადება 2 კვირის განმავლობაში შეუძლია, მაგრამ როგორც გუშინ პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მთავრობის ახალი შემადგენლობას ნდობას უახლოეს დღეებში გამოუცხადებენ.