მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა.
ის ნაპრალში იყო გადავარდნილი და მისი ამოყვანის სამუშაოები რამდენიმე საათი მიმდინარეობდა. ცხედარი უკვე მესტიაში გადაასვენეს.
რაც შეეხება დანარჩენ ტურისტს, 2 მათგანი დაშავებულია, დანარჩენი სამის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. დაშავებული 2 ტურისტი ვერტმფრენით მესტიაში ჩამოიყვანეს, სადაც პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათია, რაც მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი უცხოელი ტურისტების დასახმარებლად სამაშველო ვერტმფრენი ჩაერთო. მეორე დღეა, რაც უამინდობის გამო, უცხოელი ტურისტები უკან დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.