24.11.2024

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნებაში“ ჩირგვებში იმალებიან, არ ჰყოფნით გამბედაობა, რომ გამოვიდნენ და ქვეყანაში არსებულ პრობლემებს თვალი გაუსწორონ

ღირსეული მერიაო იმაზე გვეუბნება, ვინც ოპონენტების მიმართ ყველაზე უღირსი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა; ასევე იმ პრემიერზე გვეუბნება ღირსეულიო, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უმრავლესობის ნებით უმცირესობები დაჩაგრა; პარლამენტის ინსტიტუტი კი ბოლომდე დააკნინეს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მეზვრიშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, დემოკრატიის სახელით.

„განცხადება, რომ მმართველი გუნდი იცავს ეროვნულ ინტერესებს, ეს მაღალფარდოვანი სიტყვები, ტყუილია. „ოცნება“ დღეს საშიშროების შემცველი ყველაზე მეტად იმიტომაა, რომ დემოკრატიის გზაზე ქვეყანას ავტორიტარიზმისკენ მიაქანებს, დემოკრატიის სახელით. მსოფლიო ისტორიებს რომ გადავხედოთ, როგორ მოხდა დემოკრატიის უკუსვლა, ნათელი მაგალითებია კანონის სახელით უკანონობის კეთების და დემოკრატიის სახელით ანტიდემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის.

ღირსეული მერიაო, იმაზე გვეუბნება, ვინც ოპონენტების მიმართ ყველაზე უღირსი წინასაარჩევნო კამპანია აწარმოა. ასევე იმ პრემიერზე გვეუბნება ღირსეულიო, რომელიც ამაყობდა იმით, რომ უმრავლესობის ნებით უმცირესობები დაჩაგრა. ასევე ფარსია და მოჩვენებითია გუბერნატორებისთვის მოქალაქეთა კეთილდღეობაზე ზრუნავს დავალება. გუბერნატორების ფუნქცია აბსოლუტურად სხვაა. დეცენტრალიზაციის პირობებში, სადაც ადგილობრივ მუნიციპალიტეტი გყავს, თუ გინდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე იზრუნო, ნება უნდა იბოძო.

პარლამენტის ღირსეული თავმჯდომარეო – პერსონალიებსაც არ შევეხები. პარლამენტის ინსტიტუტი ბოლომდე დააკნინეს, ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ შეგვეცვალა ისე, რომ ვალდებულად არ ჩაუთვლიათ თავი, რომ პარტიის თავმჯდომარე ან ვინმე პასუხისმგებელი პირი გამოსულიყო და მიზეზებზე ესაუბრა. კრიზისი აღმოვფხვერითო – კრიზისშია ადგილობრივი მუნიციპალიტეტები „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ გამო, რადგან ერთპიროვნულ ძალაუფლებას ვერ ელევიან“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img