22.11.2024

ნათია ფანჯიკიძე – ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ სათაურით – „ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია“, ფსიქოტიპების შესახებ წერს და განმარტავს თუ როგორ იქცევიან სხვადასხვა ფსიქოტიპები ყურადღების თუ უყურადღებობის შემთხვევაში.

თქვენ რომელი ხართ? იხილეთ აქ!

„დეპრესიული ფსიქოტიპები არასდროს გსაყვედურობენ, – “რატომ არ მომიკითხე” და თუ თვითონ იშვიათად გკითხულობენ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენიათ, რომ იმდენად მნიშვნელოვნები არიან, რომ გაგიხარდებოდათ, რომ მოეკითხეთ.

ობსესიური ფსიქოტიპები რამდენჯერაც მოგიკითხავენ, იმდენჯერ ელიან უკუ-მოკითხვას და ვაი თქვენს ურთიერთობას, ბალანსი თუ დაარღვიეთ.

ისტერიული ფსიქოტიპები გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, გკითხულობენ, სანამ სულს არ ამოგხდიან და თუ პასუხი ან უკუმოკითხვა დაგიგვიანდათ, მინიმუმ იმედგაცრუებული, მაქსიმუმ განრისხებული არიან და ყველაფერს ეცდებიან საპასუხოდ თქვენი განწყობის გასაფუჭებლად.

ნარცისტული ფსიქოტიპები უმეტესწილად თქვენგან ელიან მოკითხვას და რამდენჯერაც არ უნდა მოიკითხოთ, მაინც ეცოტავებათ.

შიზოიდური ფსიქოტიპები საერთოდ ვერ ხვდებიან, რა საჭიროა ამდენი უწი-პუწი და წვრილმანი ყურადღება, მთავარი ხომ მსოფლმხედველობრივი თანხვედრაა. წლის დასაწყისში რომ მოგიკითხეს, მათი აზრით, საკმარისზე მეტია, გააცნობიეროთ, რომ არსობრივად სულერთი არ ხართ მათთვის.

პარანოიდული ფსიქოტიპები ზედმეტად თუ მოიკითხე, დაეჭვებული არიან, რამეში ხომ არ გინდათ მათი ბოროტად გამოყენება და ნაკლებად თუ მოიკითხე, ეჭვიანობენ, სხვაში ხომ არ გაცვალეთ.

შერეული ფსიქოტიპები ხან ერთ ჩიტს აფრენენ და ხან სხვას.

ხოდა, აფრენილებს და ჯერარაფრენილებს ერთად გაგვიმარჯოს.

ციკლიდან: მხიარული ფსიქოლოგია“ – წერს ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img