23.11.2024

ნათია თურნავა: საუბარი მიდის, თუ რა წესები გავრცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე

ჯერჯერობით დამატებით შეღავათებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა საუბარი მიდის, თუ რა წესები გარცელდება ვაქცინირებულ ადამიანებზე. ჯერჯერობით ეს გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ კომპანიაში დასაქმებული ადამიანები არიან ვაქცინირებულები, ბევრ პერსპექტივას უქმნის დამსაქმებლებს.

„ტურიზმში ამას ორმაგად დიდი დატვირთვა აქვს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება გავრცელებული საერთაშორისო ვიზიტორებს შორის, ამა თუ იმ სასტუმროზე, რესტორანსა და სხვადასხვა ტურისტულ კომპანიაზე. ამ შემთხვევაში სექტორზე არის გადაწყვეტილება მიღებული, რომ ისინი პრიორიტეტული ვაქცინაციის ჯგუფს წარმოადგენენ, ამიტომ ჩვენი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შესაბამის ასოციაციებთან ერთად იმუშავებს კონკრეტულ სიებზე. ჯანდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება, რომ ორგანიზებულად მოხდეს მათი რეგისტრაცია და ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, პირველი მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი, ანუ სიკეთე, რასაც ეს ორგანიზაციები მიიღებენ, ეს არის ის, რომ მსოფლიო შეიტყობს მათი კოვიდუსაფრთხოდ ყოფნის შესახებ და ჩვენ ყველა ჩვენს ხელთ არსებული მარკეტინგული პროგრამით, რასაც ახორციელებს სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ამის თაობაზე გავავრცელებთ ინფორმაციას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img