22.11.2024

ნათია თურნავა: „ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის.“

პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ნათია თურნავას და ლევან დავითაშვილს უსმენენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ზოგადი მოძრაობა „არა ქართულ ჰესებს“ დამაზიანებელია ეროვნული ინტერესებისთვის.

რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა

„რაც შეეხება ქსენოფობიურ გამონათქვამებს და შუღლის ენას, ყველას მინდა შევახსენო, რომ ეს კანონმდებლობით დასჯადი ქმედებაა, მით უფრო მიუღებელია, როდესაც საქმე ეხება ჩვენს მეზობელს და სტრატეგიულ პარტნიორს, ევროატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოს თურქეთს. გთხოვთ კონკრეტულად დააფიქსიროთ – იზიარებთ თუ ემიჯნებით და თუ ემიჯნებით, მაშინ ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია კამათიც და შეთანხმებაც ნებისმიერ კონკრეტულ საკითხზე.“ – განაცხადა თურნავამ. მისი თქმით, ნამახვანი ჰესის“ შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა:

ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები. მინისტრმა ასევე, აღნიშნა, რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ ხდება, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა.

„ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული, მიწის პრივატიზაციის საკითხია. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ (მისი ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი) აწყობილია ამ პრინც იპზე და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც კი გადავცემთ კერძო კომპანიას საჭირო მიწას, ოღონდაც განავითაროს ადგილობრივი წარმოება და დაასაქმოს ადამიანები. მით უფრო ეს გამართლებულია, როდესაც საუბარია 830 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 2000 კაცის დასაქმებაზე.“ – აღნიშნა გამოსვლისას ნათია თურნავამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img