“ნაციონალური მოძრაობის” წევრები და მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა და გათავისუფლებაა. პროტესტის მონაწილეები სკანდირებენ – “მიშა, მიშა”. მათ ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშები და ბანერები წარწერით – #FREESAAKASHVILi.
აქციის გამო პარლამენტის შენობის მიმდებარედ რუსთაველის გამზირი გადაკეტილია. ის აქციის მონაწილეებს აქვთ დაკავებული. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.