23.11.2024

ნაზი ჯანეზაშვილი – “კლანი” თადარიგს იჭერს და 4 მოსამართლე წევრს ნიშნავს იუსტიციის საბჭოში

“კლანის მიერ თადარიგის დაჭერა” – ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი საბჭოში 4 მოსამართლე წევრის დანიშვნის პროცესს და ამბობს, რომ უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სასამართლოში ე.წ. კლანის გავლენები გაძლიერდება.

არამოსამართლე წევრის აზრით, თუკი პროცესი არ შეჩერდება, კლანს ექნება სრული ძალაუფლება იმისათვის, რომ მოსამართლეები დაბრკოლებების გარეშე დანიშნოს.

„კანონით მაქსიმალურად ადრე ჩანიშნეს კონფერენცია და არჩევნები, რადგან ერთგვარ შეტევაზე გადმოდის კლანი და ცდილობენ, დაიჭირონ თადარიგი, არ დაელოდონ რაიმე რეფორმებს და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის განმავლობაში იუსტიციის საბჭოს სახით ექნება კლანს ძალაუფლება. კონფერენცია საბჭოს წევრებად აირჩევენ ისეთ კანდიდატებს, ვინც იქნება კლანისთვის მისაღები, სხვა არჩევანი წარმოუდგენელია.

მას გადაწყვეტილების მისაღებად, მოსამართლის დასანიშნად, სჭირდება 10 ხმა და ეს ხმები გარანტირებული ექნებათ. 9 მოსამართლე წევრი და პლუს ერთი არის არამოსამართლე წევრი, რომელიც პრეზიდენტმა დანიშნა თანამდებობაზე და არის კლანის წევრის ნათესავი. წინასწარ, ჯერ კიდევ შარშან, არის დაგეგმილი, რომ კლანს ჰქონდეს ძალაუფლება”, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბრისას.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის აზრით, პროცესის შესაჩერებლად უნდა არსებობდეს პოლიტიკური ნება და ეს ნება შესაბამის სამართლებრივ დოკუმენტში აისახოს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img