„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ასახელებს იმ პარტიას, რომელიც მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს დგას. გამოკითხულთა მხოლოდ 42%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.
კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 24%-ის აზრით, მის შეხედულებებთან ყველას ახლოს „ქართული ოცნება“ დგას, 9%-ის აზრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 8%-ის აზრით სხვა პარტია, 41% კი ფიქრობს, რომ მის შეხედულებასთან ახლოს არც ერთი პარტია დგას, 17%-მა კი არ იცის კითხვაზე პასუხი და ამასთან, უარს ამბობს პასუხზე.
ამასთან, NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა 80% მხარს უჭერს პარტიათაშორის თანამშრომლობას. 8% კი არ ეთანხმება.
გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა 34%, მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოდერატორის როლში ადგილობრივ მოთამაშეებს, თავად პარტიებს ხედავს. 18%-ის აზრით, ესენი შეიძლება იყვნენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორები. 11% ფიქრობს, რომ ამ პროცესში მოდერატორის როლში საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს.
ცნობისთვის, აღნიშნული კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 2,099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.