აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი ამბობს, რომ შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში უკრაინისთვის ახალ სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს.
პრაისის თქმით, ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი უკრაინას საშუალებას მისცემს, კრემლის აგრესიას დაუპირისპირდეს.
“ჩვენ მომავალშიც უნდა გავაძლიეროთ უკრაინის შესაძლებლობები, ღირსეულად დაიცვას საკუთარი თავს მოსკოვის სასტიკი აგრესიის წინაშე, ამ მხრივ, უფრო მეტი გვექნება სათქმელი უახლოეს დღეებში”, – თქვა პრაისმა ბრიფინგზე.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განკარგულებაში 40 მილიარდი დოლარია, რომლის უმეტესი ნაწილიც უკრაინელი პარტნიორების თავდაცვის მხარდაჭერისთვისაა განკუთვნილი.