24.11.2024

NGO-ები – “ქართლი ოცნების” გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს

არასამთავრობო ორგანიზაციები პარტია “ქართული ოცნების” 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას ეხმაურებიან და აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის საქართველოს სტაბილურობას და მომავალს.

მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ქართული ოცნება” მზადაა ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი და დემოკრატიული განვითარება შეწიროს. 

“მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ხელისუფლების მხრიდან წარმოადგენს აშკარა უარს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსსა და დემოკრატიული რეფორმების გზით ქვეყნის მშვიდობიან  განვითარებაზე. „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის გზა წინასაარჩევნოდ პოლიტიკური კრიზისისა და პოლარიზაციის გაღრმავებისაკენ და  ემსახურება მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების სურვილს, რასაც „ქართული ოცნება“ მზადაა, შესწიროს ქვეყნის კეთილდღეობა, დასავლური კურსი, დემოკრატიული განვითარება და მეგობრული ურთიერთობები სტრატეგიულ პარტნიორებთან”, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI Georgia)
  • ღია საზოგადოების ფონდი (OSGF)
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  • სამოქალაქო მოძრაობა- სირცხვილია (Shame movement)
  • “მმართველობის მონიტორინგის ცენტრი” (GMC)
  • საზოგადოება და ბანკები
  • საფარი
  • საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი (SJC)
  • ევროპის ფონდი (EPF)
  • ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრი (EPRC)
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  • უფლებები საქართველო (RG)

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, დღეს “ქართლმა ოცნებამ” მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img