23.11.2024

ნიკა გვარამია – მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ სასამართლოზე დასწრებას მოითხოვს

„მიხეილ სააკაშვილი დაუძლურებულია და პირდაპირ გეტყვით პროგნოზირებას ვეღარ გავაკეთებ უკვე, რადგან ეს ის ვითარებაა, როდესაც ადამიანი აღარ იღებს კალციუმსა და ცილებს და იღებს მხოლოდ გლუკოზას, რასაც ყოველ წამს შესაძლოა, მოჰყვეს გონების დაკარგვა. რასაც ესენი აკეთებენ, ამას ჰქვია დანის პირზე, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე სიარული და ლატარიას თამაშობენ, ორმოცდაათი ორმოცდაათზეა მისი სიცოცხლის საკითხი“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ექსპრეზიდენტის ციხეში მონახულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი 10 ნოემბრის სასამართლო პროცესზე დასწრებას მოითხოვს.

„ხვალინდელ სასამართლოზე მიხეილ სააკაშვილი მოითხოვს დასწრებას და ძალიან საინტერესოა ციხის ადმინისტრაცია როგორ იტყვის უარს მის გაყვანაზე, როცა ადამიანს შეუძლია 5 სართულზე ფეხით ჩავიდეს, როგორ არ შეუძლია, რომ სასამართლოში წავიდეს“, – აღნიშნა ნიკა გვარამიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img