“ერთიანი ნაციონაური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას თქმით, ხელისუფლებას 24-საათიან ვადას აძლევენ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მელიას თქმით, 8 ნოემბერს, 20:00-ზე, თავისუფლების მოედანზე “მთელი საქართველო შევიკრიბებით”.
„თუ მიხეილ სააკაშვილს 24 საათში არ გადაიყვანენ კლინიკაში, აქ ვინც ვართ, 20-ჯერ და 30-ჯერ მეტი, მთელი საქართველო თავისუფლების მოედანზე, რვა საათზე ორშაბათს შეიკრიბება. დანარჩენი, რას ვაპირებთ, რა არის მოთხოვნა თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაცნობებთ. დაიწყო დროის ათვლა ბიძინა ივანიშვილისთვის. ნურავინ გვასწავლის ჭკუას, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი. შეკრება დაშლა, შეკრება დაშლა… ყველანაირი მშვიდობიანი მტკიცე გზით ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, მოპარული არჩევნების უკან დაბრუნებას. ეს არის ისტორიული პროცესი და ვინც ამას ვერ ხვდება, მე ამ ადამიანების არ მშურს“,- განაცხადა ნიკა მელიამ, რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.