21.11.2024

ნიკა მელია გვარამიას დაკავებაზე – წუწუნის და ჭირისუფლობის დრო არ არის, ბრძოლის დროა

არ შეიძლება ამ ბრძოლის შენელება და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ, ახლა ბრძოლის დროა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ სასამართლოს მიერ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიასთვის 3,6 წლით პატიმრობის მისჯის საკითხის კომენტირებისას ტელეკომპნია “ფორმულასთან ისაუბრა.

“არ არის მარტივი ამ მოჯადოებული წრის გარღვევა, მაგრამ არათუ შესაძლებელია, არამედ ასე მოხდება. ხვალაც რომ დაემატოს, ზეგაც რომ დაემატოს პოლიტიკური პატიმარი ამ გრძელ სიას, ჩვენ უნდა გავმხნევდეთ და ჭირისუფლებად არ უნდა ვიქცეთ. აი, ეს არის ის, რაც ახლა ჩვენ პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს თავებში, რომ წუწუნის და ჭირისუფლობის დრო არ არის, არის ბრძოლის დრო.” – თქვა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img