22.11.2024

ნიკა მელია კობახიძის განცხადებაზე – საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ირაკლი კობახიძის დღევანელი განცხადება “ქართული ოცნების” მიერ საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ღია დეკლარაციაა. 

როგორც მელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ამ განცხადებით, ქართულმა ოცნებამ ღიად თქვა, რომ დასავლეთთან კავშირს წყვეტს. 

“ირაკლი კობახიძის განცხადება არის ღია დეკლარაცია საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილებისა. ამ რეჟიმმა დღეს უთხრა ყველა ჩვენ ამერიკელ და ევროპელ სტრატეგიულ პარტნიორს, და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც ქომაგობენ ქართული დემოკრატიის დემოკრატიას, რომ ამიერიდან, ყველა თქვენგანი, ვინც ჩათვლით, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება გვაქვს პოლიტიზებული და მიკერძოებული, ვიტოვებთ უფლებას, რომ სახელმწიფოს მტრებად გამოგაცხადოთ.

ყველა ადამიანიო, ვინც თვლითო, რომ ქართულ ოცნებას ჰყავს პოლიტიკური პატიმარი, ვიტოვეთ უფლებას, რომ ჩავთვალოთო, რომ თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს მოწინააღმდეგეებიო. ეს არის განცხადება, რომელიც გაავრცელა კობახიძემ რეჟიმის სახით, სინამდვილეში რუსების დავალებით. ამიტომ არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან რაც ხდებოდა რამდენიმე წლის წინ უკრაინამ და რაც იკადრა იანუკოვიჩმა. კარგად გვახსოვს როგორ დაასრულა. აქ არის ცივილიზაციური არჩევანი გასაკეთებელი. მეტი რა უნდა გვითხრას რეჟიმმა – ღიად გვითხრა, რომ ვწყვეტ კავშირს დასავლეთთანო”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img