23.11.2024

ნიკა მელია – მომდევნო კვირიდან განსხვავებული ფორმატის და შინაარსის აქციები იქნება

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მომდევნო კვირიდან როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში სხვადასხვა შინაარსის აქციებს აანონსებს. 

მელიას თქმით, ახლა მთავარი ამოცანა არის ცვლილებები და მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. 

„მომდევნო კვირიდან სხვადასხვა ქალაქებში, სხვადასხვა ფორმატის, სხვადასხვა სიმრავლის, სხვადასხვა რიცხოვნების, სხვადასხვა სახისა და შინაარსის აქციები გაიმართება. ჩვენ პარალელურად სხვა ბევრი მიმართულებებით ვმუშაობთ.

ეს ყველაფერი გამოჩნდება შეუმჩნეველი ვერ დარჩება. ამის მიღმა ძალიან აქტიურად მუშაობს სპეციალური ჯგუფი ჩვენი პარტიიდან, ვმუშაობთ უცხოელებთან ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც თავიდან ბოლომდე დარწმუნდნენ, რომ ჩვენი ამოცანა არის ცვლილებები, ჩვენი ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება. ეს ყველაფერი არაძალადობრივად უნდა მოხდეს“, – განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში ნიკა მელიამ. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img