22.11.2024

ნიკოლ ფაშინიანი – ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ

სომხეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მზად არის, თავისი შვილი აზერბაიჯანში დაკავებულ სომეხ სამხედრო ტყვეებში გაცვალოს.

„ოფიციალურად ვეუბნები ალიევს, რომ ვთავაზობ ჩემს შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა ქალაქ აპარანში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ნიკოლ ფაშინიანი ამბობს, რომ ეს არ არის ემოციური გადაწყვეტილება.

„არ გეგონოთ, რომ ამას ემოციურად ვამბობ, ვამბობ ოფიციალურად წადით და აწარმოეთ მოლაპარაკებები „ განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ყოფილი პრეზიდენტების მისამართით.

მანამდე, სერჟ სარგსიანმა ნიკოლ ფაშინიანს შესთავაზა, თავისი შვილი გადასცეს აზერბაიჯანს და მის ნაცვლად დაიბრუნოს სამხედრო ტყვეები. თავის მხრივ, ნიკოლ ფაშინიანის შვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მზად არის სომეხი ჯარისკაცების გათავისუფლების სანაცვლოდ მძევლად ან ნებისმიერი სხვა სტატუსით გაემგზავროს აზერბაიჯანში.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img