სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან აპრილში გადადგება
„უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ – მინისტრის მოვალეობას“, – ამის შესახებ ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, არმავირის ოლქის მცხოვრებლებთან შეხვედრისას განაცხადა.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.