ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი, ირმა ჭკადუა საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიმართავს და მოუწოდებს მას დაინტერესდეს იმ ფეისბუქ პოსტებით, რომელიც ბასილაშვილის გამარჯვებას მოჰყვა.
ადვოკატის თქმით, ირღვევა მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მიუღია.
ჭკადუა ამბობს, რომ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებებით ომბუდსმენის აპარატი უნდა დაინტერესდეს.
“არც ერთ სასამართლოს არ დაუდგენია, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არის მოძალადე, დამნაშავე. სამწუხაროდ, ეს არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ყველაფერს იყენებენ საგრანტო პროგრამების მისაღებად და მე მინდა მივმართო სახალხო დამცველს, რომ მან დაიცვას მისი ქვეყნის ყველაზე წარმატებული სპორტსმენი ბატონი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომლის მიმართაც ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ჯერჯერობით სასამართლოს ბასილაშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ მი- უღია და მის მიმართ გამოყენებული იქნა არაერთხელ სიძულვილის ენა,” განაცხადა ირმა ჭკადუამ ტელეკომპანია „მთავართან“.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა გუშინ, 11 მარტს დოჰას საერთაშორისო ტურნირზე როჯერ ფედერერი დაამარცხა.