22.11.2024

ნიკოლოზ ბასილაშვილს ამჯერად, ხელშეკრულების დარღვევისთვის ბიზნესმენი უჩივის

საქართველოს პირველ ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა უჩივის. კაჭარავას ადვოკატები ამბობენ, რომ ბიზნესმენსა და ჩოგბურთელს შორის გაფორმებული ხელშკერულების თანახმად, თუ ბასილაშვილის მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის მოხვდებოდა, ტურნირებზე გამომუშავებული თანხის ნაწილი ინვესტორისტისთვის, ბიზნესმენ ირაკლი კაჭარავასთვის უნდა გადაეხადა.

ადვოკატი მარიკა არევაძე აცხადებს, რომ 2017 წლიდან, მას შემდეგ, რაც ბასილაშვილი მსოფლიოს საუკეთესო 50 ჩოგბურთელს შორის მოხვდა, მან ხელშეკრულება დაარღვია და თანხა არ გადაიხადა, ამიტომ დადგა საკითხი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების და ვინაიდან, არაერთი ზეპირი თუ წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად ვალდებულება არ შესრულდა, ირაკლი კაჭარავა იძულებული გახდა, მიემართა სასამართლოსთვის.

“მან მოახდინა ფულის ინვესტირება. ბასილაშვილს და მას შორის იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ნიკოლოზის დაფინასებას უზრუნველყოფდა ირაკლი კაჭარავა, სანაცვლოდ 50-ეულში მოხვედრის შემდეგ, ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან უნდა მომხდარიყო მისი საპრიზო და საჰონორარო თანხიდან პროცენტის გადახდა უკან, ინვესტორისათვის. 2017 წლიდან დადგა მომენტი როცა მას უნდა შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა მან არ შეასრულა შესაბამისად იძულებული აგხდა ირაკლი კაჭარავა, რომ მისი ინტერესების დასაცავად მიემართა სასამართლოსთვის”, – ციტირებს ადვოკატი მარიკა არევაძის სიტყვებს ტელეკომპანია “ტვ პირველი”.

ირაკლი კაჭარავა საქართველოს და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა. ის კომპანია  “შპს ზენას” 100-პროცენტიანი წილის მფლობელია. გარდა აღნიშნული კომპანიისა, საზღვარგარეთ სხვა, არაერთი  ბიზნესის მფლობელია.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img