23.11.2024

ნიკოლოზ სამხარაძე – თუ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა

ვინც მოუწოდებს ხელისუფლებას დამნაშავეები არ დაისაჯონ და არ აღსრულდეს განაჩენი, არ არიან საქართველოს მეგობრები, არ არიან სუვერენიტეტის და სამართლიანობის მხარდამჭერები,- ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც ფონ კრამონს და ანა ფოტიგას “ანტიევროკავშირი” უწოდა.

მისი თქმით, თუ ისინი მიკერძოებულ განცხადებებს არ გააკეთებენ, არც ისინი უპასუხებენ კრიტიკით.

“როცა კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეები არსებობს და შენ მოუწოდებ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე დამნაშავეები არ დაისაჯონ, ეს პირდაპირ ძირს უთხრის ქვეყანაში სამართლიანობას. თუ ვიოლა ფონ კრამონი არ გააკეთებს მიკერძოებულ განცხადებებს, არც ჩვენი მხრიდან იქნება კრიტიკა. თუ მომხრეა და მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, მაშინ ერთად ვიმუშაოთ”, – განაცხადა სამხარაძემ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img