ტელეკომპანია კავკასიის დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია უკიდურესად მძიმე ფინანსურ მდგომარეობაშია და გადარჩენისთვის დროის მოკლე მონაკვეთში ხალხის მხარდაჭერა ერთადერთი გამოსავალია. ამის შესახებ ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელ :ფეისბუქზე” წერს.
“ჯერ კიდევ ვთვლი, რომ შესაძლებელია ამ ვითარებიდან გამოძვრომა და არის შანსი, მომავალში აქ კარგი რაღაცეები გაკეთდეს. თუმცა, მომავალი არ იქნება, თუ ახლა არ გადავრჩით. ვმუშაობთ რამდენიმე გრძელვადიან გამოსავალზე, თუმცა დროის მოკლე მონაკვეთში თქვენი მხარდაჭერაა ერთადერთი გამოსავალი. მოკლედ, ნებისიერი თანხა, თუნდაც 1 ლარი, რომელსაც კავკასიის მხარდასაჭერად გაიღებთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი–როგორც ფინანსურ ექვივალენტში, ასევე გამხნევებისთვის. თუ თვლით, რომ ოდესმე რამე, თუნდაც ძალიან მცირე, კარგი გაგვიკეთებია, ან მომავალში არის შანსი რომ რამე გავაკეთოთ, დაგვიჭირეთ მხარი. მადლობა ყველას წინასწარ. ძალიან მერიდება ეს თხოვნა, მაგრამ მგონი არაუშავრს, თუ ხანდახან აღიარებ, რომ უბრალოდ გაიჭედე და ადამიანებს დახმარებისთვის მიმართავ”. – წერს ნინო ჯანგირაშვილი.