22.11.2024

ნინო ბურჯანაძე – კახა კუჭავა და არჩილ თალაკვაძე ნორმალური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ თანამდებობის დატოვებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის „სიძულვილს არ ასხივებდა“.

ბურჯანაძის თქმით, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა გამოირჩეოდნენ იმით, რომ ნორმალური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. 

„არაერთგზის მითქვამს, რომ გადანაცვლებას აზრი არ აქვს, ვიდრე ბიძინა ივანიშვილია საქართველოს ხელისუფალი. ის იღებს ყველა გადაწყვეტილებას. ასე რომ პაიკები სად გადაადგილდებიან და როგორ გადაადგილდებიან, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გარკვეულწილად სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. იმიტომ რომ ბატონი კუჭავა, ისევე როგორც არჩილ თალაკვაძე გამოირჩეოდნენ იმით, რომ ნორმალური ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ. 

არ ვამბობ რაღაც განსაკუთრებულ პროფესიონალიზმზე, ვარსკვლავების მოწყვეტაზე და განსაკუთრებულ კონსტრუქციულობაზე, უბრალოდ ნორმალური ადამიანები იყვნენ. ნორმალურად მეტყველებდნენ, აგრესიას არ ასხივებდნენ, არც სიძულვილს, არც კონფრონტაციას, ვერც თალაკვაძე იგუეს თავის დროზე და ამის გამო გაათავისუფლეს თავის დროზე, როგორც აღმოჩნდა ვერც კუჭავა. 

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელსაც კუჭავა უხელმძღვანელებს, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულია“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში. 

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img