22.11.2024

ნინო ლომჯარია – ევროპარლამენტის რეზოლუციაზე ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, სუსტია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუციის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, სუსტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, იმ საკითხებზე, რაზეც ევროპარლამენტარები გუშინ საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არსებობს და მათი განცხადებები ჭორებზე დაფუძნებული არ არის.

“გუშინ ყველა გამომსვლელი, ევროპის პარლამენტის წევრი ძალიან კრიტიკული იყო შექმნილი ვითარების მიმართ. ალბათ, სუსტია ის არგუმენტი, რომ ყველანი „ფეიკ“ ნიუსების მსხვერპლი არიან, მითუმეტეს, ამ საკითხებზე, რაზეც გუშინ პარლამენტარები საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები არსებობს. ისინი ვიღაცის მოყოლის საფუძველზე არ საუბრობდნენ, საერთაშორისო ორგანიზაციების, ეუთო-ს მომხსენებლის, საერთაშორისო უფლებამცველი ორგანიზაციების და საკუთარი მიგნებების, დასკვნების საფუძველზე საუბრობდნენ. ამიტომ, ეს რა თქმა უნდა, ჭორებზე დაფუძნებული არ იყო“,-განაცხადა ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img