23.11.2024

ნინო ლომჯარია – მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ, ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება

მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა. მისი თქმით, მოვლენების ასე განვითარება საქართველოს დასავლეთ პარტნიორებთან დააშორებს და ჩიხში შეიყვანს.

“არაერთი განცხადება გავაკეთე და მიმაჩნია, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება არ იყო სათანადოთ დასაბუთებული. წინასწარი პატიმრობის გამოყენება ეს არ არის დასჯის ფორმა, ის უნდა გამოვიყენოთ მაშინ, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ ბრალდებული მიიმალება ან გაანადგურებს მტკიცებულებებს. ასეთი მტკიცებულებები სახალხო დამცველმა ვერ დაინახა. სახალხო დამცველის ჩათვლით და საერთაშორისო პარტნიორებიც, ყველა აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ მსგავსი მოვლენების განვითარება დაგვაშორებდა დასავლეთ პარტნიორებთან.

მოვლენების ასეთ განვითარებას მივყავართ ჩიხისკენ. მმართველი პარტიის და ოპოზიციის მომხრეებს არავის არ სურს ქვეყანაში იყოს ასეთი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ. ჩემთვის ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იქნება ნიკა მელიას გათავისუფლება”, – განაცხადა ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img