სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლების განცხადებები, რომლებიც დაკავებული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეეხება, ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ პოლიტიკური ინტერესი არსებობს. მისივე თქმით, პოლიტიკური ინტერესი არსებობს სააკაშვილის შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმაზე გადასვლის მიმართაც.
“ის განცხადებები, რომლებიც კეთდება, განსაკუთრებით მისი დაკავების შემდეგ, მანამდეც გვესმოდა პოლიტიკური განცხადებები მის ბრალთან, საქმეებთან დაკავშირებით, მაგრამ ვითარება იცვლება, როდესაც პირი უკვე პატიმრობაშია. რა თქმა უნდა, იმ განცხადებების მიმართ, რომლებიც მისი პატიმრობის შემდეგ გაკეთდება პოლიტიკური პირების მხრიდან, ხელისუფლების მხრიდან, განსაკუთრებული ინტერესი იქნება და ორმაგად მეტი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური განცხადებები მისი საქმისა და პატიმრობის გარშემო არ აკეთოს. თუმცა, მე გეთანხმებით, ეს განცხადებები ცხადყოფს, რომ მისი პატიმრობის მიმართ არსებობს პოლიტიკური ინტერესი. მისი შიმშილობის უფრო მკაცრ ფორმებზე გადასვლის მიმართაც არსებობს პოლიტიკური ინტერესი და ეს, რა თქმა უნდა, იქნება მნიშვნელოვანი მისი საქმეების შესაფასებლად”. – თქვა ლომჯარიამ TV პირველის ეთერში.
ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი სააკაშვილის შესაძლო პოლიტიკური დევნას მას მერე შეაფასებს, როცა ექსპრეზიდენტის წინააღმდეგ არსებულ საქმეებსა და პატიმრობის პერიოდს შეისწავლის.