24.11.2024

ნინო ლომჯარია – პრემიერის განცხადებები არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უკრაინისადმი დღეს გაკეთებული განცხადება არ გამოხატავს პირადად ომბუდსმენის პოზიციას. როგორც ლომჯარია სოციალურ ქსელ „ფესიბუქზე“ წერს, „ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში“.

„საქართველოს პრემიერის დღევანდელი განცხადებები და მისი პათოსი არ გამოხატავს ჩემ პოზიციას – ქართველები არ ვტოვებთ მეგობრებს გასაჭირში, უკრაინის ბრძოლა თავისუფლებისა და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლაცაა ჩვენი თავისუფლებისა და ღირსებისთვის!

ვინც ასე ფიქრობთ, გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ჩვენ ბევრი ვართ და ჩვენ გვაქვს გამოხატვის თავისუფლება!“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „საქართველო არ აპირებს მონაწილეობა მიიღოს რუსეთის მიმართ სანქციებში – ეს მხოლოდ დააზიანებს ჩვენს ქვეყანას“.

ამასთან, ღარიბაშვილმა თქვა, რომ უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img