23.11.2024

ნინო ლომჯარია – ვვარაუდობ, მთავრობამ იცოდა, რომ სტრასბურგი მე-2 დროებითი ღონისძიების გამოსაცემად ემზადებოდა

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ხელისუფლებამ და კერძოდ კი, იუსტიციის მინისტრმა იცოდნენ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ემზადებოდა იმისთვის, რომ გამოეცა მეორე დროებითი ღონისძიება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე. 

„მტკიცებულებები არ მაქვს და არ ვიცი, როდის მიიღო ხელისუფლებამ ოფიციალური დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლოსგან, თუმცა, ვვარაუდობ, მათ იცოდნენ, რომ სტრასბურგის სასამართლო ემზადებოდა მეორე დროებითი ღონისძიების გამოსაცემად. როგორც ჩანს, სააკაშვილის ადვოკატებს წარდგენილი ჰქონდათ სასამართლოში სახალხო დამცველის ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა. შესაბამისად, ვფიქრობ, მაღალი ალბათობა იყო იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. რეალურად, იცოდნენ, რომ სასამართლო ექსპერტიზის გადაწყვეტილებას დაეყრდნობოდა“,-განაცხადა ლომჯარიამ ჟურნალისტებთან.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img