24.11.2024

ნინო ლომჯარიას განცხადებით, კარგი იქნება თუ მოლაპარაკებების შესახებ გარკვეული საკითხები გასაჯაროვდება

მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს – ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული იქნება, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ლომჯარიას განცხადებით, სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, კარგი იქნება თუ მოლაპარაკებების გარკვეული საკითხები საჯარო გახდება.

„მზად ვარ მხარეებს შევხვდე, როგორც პოლიტიკურ პარტიებს, ასევე მედიატორებს. მათთან ცალკეული შეხვედრები, კომუნიკაცია მქონდა. იმ 6-პუნქტიან ჩარჩო შეთანხმებაში, რომელიც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა მხარეებს წარუდგინა, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რაც ძალიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტზე.

მე ველოდები, რომ შეთანხმება მიღწეული უნდა იქნას. თუ რომელიმე მხარე ქვეყნისთვის არსებითად მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით არ განაცხადებს მზაობას, გადადგას ნაბიჯები, მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საზოგადოებას ძალიან ლეგიტიმური უფლება ექნება, იცოდეს ვინ იყო ეს პოლიტიკური პარტია. რაღაც ეტაპზე კარგი იქნება, გარკვეული საკითხები მოლაპარაკების შესახებ საზოგადოებაში გასაჯაროვდეს. ძალიან ბევრი სპეკულაციები ხდება, ხოლო საზოგადოებას შეთანხმება უნდა“, – განაცხადა ლომჯარიამ.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – ევროკავშირის ელჩის განცხადება

25 ნოემბერს მსოფლიო ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებს, თუ რამდენად მწვავე...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img