23.11.2024

ნინო წილოსანი ელენე ხოშტარიაზე – ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს

ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ელენე ხოშტარიას შიმშილობას გამოეხმაურა.

“ნუ აპელირებთ იმით, რომ რომელიმე პროცესში ქალი მონაწილეობს და ეს აპრიორი შეიძლება რაიმეს ამართლებდეს. ჩემი სოლიდარობა ნებისმიერი ქალის მიმართ, რომელიც არის ძალადობის ან დისკრიმინაციის მსხვერპლი, არის უცვლელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელიც აშანტაჟებს სახელმწიფოს. პროსტეტის გამოხატვა, რა თქმა უნდა, ამოგლეჯილად შანტაჟი არ არის, მაგრამ პროტესტის გამოხატვა კონკრეტული მოთხოვნით, რომელსაც არ ეთანხმება არც სამართალდამცავი სისტემა, არც ის სამსახურები, რომელიც ამ ყველაფერს აღასრულებს, არ ეთანხმება მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ამ პირობის დაყენება, თუ არადა ვიშიმშილებ, არის შანტაჟი. რა თქმა უნდა, მას უფლება აქვს გამოხატოს საკუთარი პოზიცია და გამოხატვს ამ პოზიციას, ეს არის ჩემი შეფასება, რომელიც ეფუძნება კონკრეტულ ფაქტებს”, – განაცხადა წილოსანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img