22.11.2024

ნინო წილოსანი – უმრავლესობიდან გასული დეპუტატები ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან

მეც ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსით და რეპუტაციის მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და შემადგენლობიდან და თავიდან ცადონ, იყარონ კენჭი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანი აცხადებს, რომ რეიტინგის განმსაზღვრელი არჩევნებია და ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს ბედი „ქართული ოცნების“ გარეშე სცადონ.

„გუშინ ჩვენი უკვე ყოფილი კოლეგების მხრიდან გაჟღერებული იქნა, რომ ისინი დამოუკიდებელ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ და თავისთავად, თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია. თუმცა, მეც ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსით და რეპუტაციის მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან და შემადგენლობიდან და თავიდან ცადონ, იყარონ კენჭი. მე ყოველ შემთხვევაში, ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. მე არ უარვყობ, რომ თითოეულ პოლიტიკოსს გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური რეიტინგი, თურმე მათ უთქვამთ, რომ 5 პროცენტით მეტი აიღეს პარტიულ რეინტინგთან შედარებით და მარტივი არითმეტიკა შეიძლება მოვიხმაროთ, იგივე ეს 5 პროცენტი შეიძლება იყოს მხოლოდ მათი ინდივიდუალური რეიტინგი. თუმცა, ამაზე ასე ზეპირად ვერ ვიმსჯელებთ. ამ ყველაფერს განსაზღვრავს არჩევნები და ამომარჩეველი, ამიტომ ნამდვილად ვურჩევდი მათ, სცადონ ბედი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების რეჟიმში, „ქართული ოცნების“ გარეშე,“ – განაცხადა წილოსანმა.

- Advertisement -spot_img
- Advertisement -spot_img

უახლესი სტატიები

თაობა Z და სამუშაო კულტურა: განსხვავებული თაობების ხედვა სამუშაო გრაფიკის მიმართ

გაჩნდება სრულიად ახალი პროფესიები-სამუშაო პოზიციები, რომლებიც დღესაც კი არ არსებობს (მაგ., პლანეტარული არქიტექტორები, გენეტიკური ინჟინერიის ეთიკოსები). შესავალი სამუშაო კულტურა დროთა განმავლობაში...
- Advertisement -spot_img

მსგავსი სტატიები

- Advertisement -spot_img